რამ გააცეცხლა კლოპი ?

16:42 / 13 სექ 2021
რამ გააცეცხლა კლოპი ?

პრემიერლიგის მე-4 ტურის მატჩში, ლიდსის წინააღმდეგ (0:3), ლივერპულისა და ინგლისური ფეხბურთის ამომავალი ვარსკვლავი, ჰარვი ელიოტი, მძიმედ დაშავდა. მას  მასპინძელმა ნიდერლანდელმა პასკალ სტრეიკმა უკნიდან ჩარტყა და ჰარვი მინდვრიდან საკაცით გაიყვანეს, სტრეიკი კი გააძევეს. ელიოტს ტერფის მოტეხილობა დაუდგინდა და ოპერაციას გაუკეთებენ.

No description available.

 

ვინც რეპორტაჟს უცქირა, დამეთანხმება, ელიოტის დაშავების ეპიზოდში მერსისაიდელთა მწვრთნელი, იურგენ კლოპი, ზომაზე მეტად მრისხანებდა რამდენიმე წუთს. აღელვებული გერმანელი როგორ არ გვინახავს, მაგრამ ასეთი…

ეტყობა ლივერპულელთა თავკაცი დიდ იმედებს ამყარებს ელიოტზე მიმდინარე სეზონში და მისი ტრავმა ასე გამორჩეულად ამიტომ განიცადა.

No description available.