რაფაელ ნადალის და არინა საბალენკას COMEBACK-ები

რაფაელ ნადალის და არინა საბალენკას COMEBACK-ები

ვნიუ-იორკში გრძელდება ამერიკის ღია ჩემპიონატი ჩოგბურთში. მეორე რაუნდის შეხვედრებში დიდი პრობლემები შეხვდათ რაფაელ ნადალს და არინა საბალენკას, თუმცა ფავორიტებმა COMEBACK-ები შეასრულეს და მომდევნო ეტაპის საგზურებიც მოიპოვეს.

null

დიდი სლემის ტურნირების 22-გზის ტრიუმფატორი რაფაელ ნადალი ფაბიო ფონინის უპირისპირდებოდა და US OPEN-დან გავარდნის რეალური საფრთხის წინაშე იდგა.

ესპანელი ჩოგბურთელი 2:6 2:4 მარცხდებოდა და თითქოს შეხვედრა უკვე წაგებული იყო, თუმცა რაფაელი არ დანებდა – ზედიზედ 4 გეიმი მოიგო და სეტებს შორის ანგარიშიც გაათანაბრა 1-1 (2:6 6:2).

მოვლენათა ასეთმა განვითარებამ ნერვები “დააწყვიტა” ფაბიოს – იტალიელს ხასიათი “წაუხდა” და მასთან ერთად მატჩიც – მომდევნო 2 სეტი ფონინიმ 2:6 1:6 დათმო და მასთან ერთად შეხვედრაც.

ნადალმა მოგებული მატჩის ფონზე ATP TOUR-ზე პირველმა გაინაღდა წლის შემაჯამებელ ტურნირზე ასპარეზობა, ხოლო US OPEN-ის მესამე წრეში ესპანელი რიშარ გასკეს შეხვდება.

ქალთა ბადეში, კიდევ უფრო გასაოცარი მატჩი შემოაბრუნა მსოფლიო რეიტინგის მეექვსე ჩოგანმა არინა საბალენკამ. ბელორუსი ჩოგბურთელი 2:6 1:5-ს აგებდა კაია კანეპისთან, მაგრამ თავგანწირული ბრძოლის შედეგად მატჩი მაინც მოიგო 2:6 7:6 6:4.

null

მეორე სეტის ტაიბრეიკზე ესტონელ ჩოგბურთელს 2 მატჩპოინტი ქონდა, თუმცა მათი რეალიზება კაიამ ვერ შეძლო.

საბალენკამ კანეპის რევანში აუღო ავსტრალიის ღია პირველობაზე ნაწვნევი მარცხისთვის.

არინა US OPEN-ის მესამე რაუნდში კლარა ბურელს დაუპირისპირდება