რეალიც, ატლეტიკოც… პერესი სერიოზულად განიხილავს

რეალიც, ატლეტიკოც… პერესი სერიოზულად განიხილავს

ჩვენ არ ვიგონებთ, იტალიურ პრესაში წერია. ესპანურშიც… ხვიჩა კვარაცხელიას შეძენაზე რეალიც ფიქრობს და ატლეტიკოც.

Areanapoli წერს, რომ ფლორენტინო პერესი სერიოზულად დაიწყებს ზრუნვას ფეხბურთელზე, რომელსაც კარლო ანჩელოტი ადრეც აკვირდებოდა და რამდენიმე დღის წინ თავად განაცხადა ამის შესახებ.

და ატლეტიკო 126-მილიონიანი პორტუგალიელის შემცვლელად მოიაზრებს. ჟოაო ფელიში ვერა და ვერ ამართლებს დიეგო სიმეონეს ნდობას, მეტიც, მინიმალურ წუთებს იღებს სათამაშოდ.

დღეს კი ნაპოლი-ბოლონია 3:2 დასრულდა, კვარა კვლავ შეუჩერებელი იყო და მაგარი მატჩი ჩაატარა.

Genio Kvaratskhelia – ასეთი სათაური ჰქონდა პოპულარულ იტალიურ კორიერე დელო სპორტს.