რეალი-ატლეტიკო: მეგობრობა დამთავრდა, 15 წლის ბიჭი პირველია…

რეალი-ატლეტიკო: მეგობრობა დამთავრდა, 15 წლის ბიჭი პირველია…

რეალმა და ატლეტიკომ რამდენიმე წლის წინ შეთანხმებას მიაღწიეს, რომ ერთმანეთს ფეხბურთელს არ წაართმევდნენ. კლუბის პრეზიდენტების პაქტი იყო: ფლორენტინო პერესმა და ენრიკე სერესომ მოილაპარაკეს… მაგრამ დაირღვა: ამ ოთხი წლის განმავლობაში პირველად დაირღვა. რეალმა 15 წლის შემტევი ხავიერ ფორტეა გაიფორმა.

ეს კიდევ არაფერი. რეალი ატლეტიკოს 7 ჭაბუკთან აწარმოებს მოლაპარაკებას. 7!

რატომ დაიწყო გაუგებრობა? მიზეზი, სავარაუდოდ, ატლეტიკოს უარია, რეალისთვის საჩემპიონო კორიდორი მოეწყოთ. და კიდევ ერთი: ასაკობრივ ლიგაში ატლეტიკომ 5:0 მოუგო რეალს და ამან სამეფო კლუბის სკაუტები გადარია.

ისე, ამ ორ კლუბს შორის მთავარი მიდი-მოდი 1992 წელს განხორციელდა: 15 წლის რაული ატლეტიკოდან რეალში…