რეალმა რამოსის პოტენციურ შემცვლელს მიაგნო

07:16 / 23 ივნ 2021
რეალმა რამოსის პოტენციურ შემცვლელს მიაგნო

სერხიო რამოსმა მადრიდის რეალი დატოვა და ბუნებრივია, რომ სამეფო გუნდი ცენტრალური მცველის დამატებაზე ფიქრობს. ესპანური Gol Digital-ი იუწყება, რომ მადრიდელებს თანაქალაქელი ატლეტიკოდან ხოსე ხიმენესის გადაბირება სურთ. ეს მარტივი არ იქნება, რადგან ხიმენესი როხიბლანკოსთვის დიდი ძალაა და ურუგვაელს 100 მილიონ ევროდ აფასებს.

ურუგვაელი მცველი მადრიდულ გუნდში 2013 წლის ზაფხულში მშობლიური დანუბიოდან გადავიდა და დღეს გუნდის ლიდერია. იგი დროთა განმავლობაში პროგრესირებდა და დღეს ლა ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო მცველია. წინა სეზონში ფეხბურთელმა 26 შეხვედრა ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა.

რაც შეეხება რეალს, გუნდმა 1 ტრანსფერი უკვე გაჩარხა, ბლანკოსმა ბაიერნიდან დავიდ ალაბა დაიმატა. შეგახსენებთ, რომ ესპანური გრანდი ზინედინ ზიდანმა დატოვა და გუნდში კარლო ანჩელოტი დაბრუნდა.