“რეალში ყველაზე დასამახსოვრებელი დღე? ბოლო დღე”

“რეალში ყველაზე დასამახსოვრებელი დღე? ბოლო დღე”

 

ბრაზილიელმა კაკამ თქვა, რომ მსოფლიო ჩემპიონატს მოუთმენლად ელის და საყვარელი ნაკრების დიდი იმედიც აქვს. დაასახელა ბრაზილიის ნაკრების პოტენციური ლიდერიც:

„ნეიმარი მშვენიერ ფორმაშია და სავარაუდოდ ის იქნება ლიდერი, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ გვერდში ჰყავს ვინიუსიუსის დონის ფეხბურთელი. ახლა ბრაზილიას ჰყავს ასევე რაფინია, ანტონი, რიშარლისონი… ისინი ახალგაზრდები აღარ არიან, უკვე თამამად შეუძლიათ ნეიმართან ერთად გადამწყვეტ დროს ლიდერობა“. (Marca)

ოქროს ბურთის მფლობელმა (2007 წელს) კაკამ რეალში გატარებული პერიოდი გაიხსენა. საუკეთესო სეზონები მილანში ჰქონდა, ხოლო როცა ჰკითხეს, თუ რეალში ყველაზე მეტად რომელი დღე დაამახსოვრდა, ასე უპასუხა…

„ბოლო დღე, როცა გუნდს ვტოვებდი. პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა მითხრა, რომ დიდი პროფესიონალი ვარ. ის პროფესიონალი, რომელმაც ყველაფერი გააკეთა, რათა რეალში დიდი სახელი დაეტოვებინა, მაგრამ ეს ვერ მოახერხა ტრავმებისა და მცირე სათამაშო დროის გამო. პრაქტიკის ნაკლებობა კი სწორედ პრაქტიკის ნაკლებობას მოსდევდა. ამიტომაც ვერასოდეს გაიგებთ ჩემგან, რომ რეალზე ცუდი ვთქვა, ან ჟოზე მოურინიუ მოვიხსენიო ცუდად“.