რესპოდენტი ინტერვიუს დროს დაანოკაუტეს [VIDEO]

17:40 / 21 სექ 2022
რესპოდენტი ინტერვიუს დროს დაანოკაუტეს [VIDEO]

პოლონური საბრძოლო ორგანიზაციის, High League-ს ერთ-ერთი ინტერვიუს დროს საინტერესო რამ მოხდა. მაშინ, როდესაც ცნობილი პოლონელი იუთუბერი, Sadek-ი ჟურნალისტს ინტერვიუს აძლევდა, მას თავს MMA-ს პროფესიონალი მებრძოლი, ამადეიუს როსლიკი დაესხა. მებრძოლმა იუთუბერს ძლიერი მარჯვენა ჰუკი უთავაზა, რამაც იგი მიწაზე დაანარცხა და რამდენიმე წამით გონებაც დააკარგინა. როსლიკის ამ საქციელის მიზეზად, Sadek-ის მიერ, მებრძოლისადმი არასასიამოვნო კომენტარები სახელდება. უჩვეულო ინტერვიუს ვიდეო სოც. ქსელში ვირუსულად გავრცელდა.