რვა გოლი დინამო არენაზე და სამგურალის სამი ქულა

00:30 / 10 მაი 2022
რვა გოლი დინამო არენაზე და სამგურალის სამი ქულა

ეროვნული ლიგის მე-12 ტურში დარჩენილი 2 მატჩი გაიმართა. სამგურალმა თელავს უმასპინძლა და 2:1 დაამარცხა, გაგრამ ლოკომოტივი მიიღო და 5:3 მოიგო.

წყალტუბოში გამართული მატჩის დიდმა ნაწილმა მასპინძელთა უპირატესობით ჩაიარა. ანგარიში უკვე მე-4 წუთზე გაიხსნა, ირაკლი რუხაძემ ყოფილი გუნდის კარი აიღო და გოლი არ აღნიშნა. 27-ე წუთზე თავი ნიკა კალანდარიშვილმაც გამოიჩინა. თელავის მხრიდან ერთი ბურთი ლაშა ქოჩლაძემ შეაგდო, რომელმაც 88-ე წუთზე გაიტანა. სამგურალი 20 ქულით მე-5 ადგილზეა, თელავს კი 16 ქულა აქვს და მე-7 პოზიციას იკავებს.

დინამო არენაზე გაგრამ უქულო ლოკომოტივს უმასპინძლა და 5:3 დაამარცხა. თავიდან სტუმრებმა აქტიურად დაიწყეს და უტევდნენ კიდეც, თუმცა პირველი გოლი მათ კარში გავიდა. მე-7 წუთზე ანდრონიკაშვილის ავტოგოლით გაიტანა. გოლი კუთხურს და მათე ვაწაძის აქტიურობას მოჰყვა. მე-15 წუთზე ანგარიში გიორგი იაკობიძემ გაათანაბრა, რომელმაც 49-ზე პენალტით დუბლი შეასრულა. გაგრამ მალევე აღადგინა წონასწორობა, 59-ე წუთზე თემურ ჩოგაძემ მშვენიერი ჯარიმა შეაგდო. 5 წუთში კიდევ ერთი ავტოგოლი გავიდა და ესეც მათე ვაწაძის აქტიურობას მოჰყვა, საკუთარ კარში ბურთი ანდრო გიორგაძემ ჩაჭრა. 73-ე წუთზე თემურ შონიამ ყოფილი გუნდის კარში შეაგდო და არ აღნიშნა, 85-ზე გიორგი ბუხაიძემაც გაიტანა, მატჩს კი წერტილი ბექა დარცმელიამ დაუსვა, რომელმაც შორეული დარტყმულით მშვენიერი გოლი შეაგდო. გაგრა 17 ქულით მე-6 ადგილზეა, ლოკომოტივი კი უქულოდ ბოლო პოზიციას იკავებს.

აღსანიშნავია, რომ საკმაოდ საინტერესო ტური გამოვიდა. განვლილ 5 შეხვედრაში 25 გოლი გავიდა, რაც თამაშში საშუალოდ 5 გოლს უდრის. იმედი დავიტოვოთ, რომ მსგავსი საინტერესო ტური კიდევ ბევრი იქნება.