რობერტ ლევანდოვსკი: მათმა თამაშმა დაგვანახა, რომ ყველაფერი შესაძლებელია

15:24 / 1 დეკ 2022
რობერტ ლევანდოვსკი: მათმა თამაშმა დაგვანახა, რომ ყველაფერი შესაძლებელია

მსოფლიო ჩემპიონატის ერთ-ერთ 1/8 ფინალში ერთმანეთს პოლონეთის და საფრანგეთის ნაკრებები შეხვდებიან. მოახლოებულ მატჩთან დაკავშირებით, პოლონელთა კაპიტანმა რობერტ ლევანდოვსკიმ ისაუბრა.

“საფრანგეთი ფავორიტია. ჩვენ უნდა გავაუმჯობესოთ ჩვენი თამაში, რათა მათ პრობლემები შევუქმნათ. ფრანგებს დიდი გუნდი ჰყავთ, თუმცა ტუნისთან თამაშმა დაგვანახა, რომ ყველაფერი შესაძლებელია. საფრანგეთთან დაპირისპირება ჩვენთვის დიდი გამოწვევაა, გვესმის თუ რამდენად კარგი ფეხბურთელები ჰყავთ მათ. შანსები ბოლომდე უნდა გამოვიყენოთ. საფრანგეთის ნაკრები მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონია და ტიტულის მოგება კვლავ შეუძლიათ. ჩვენ აუცილებლად იმაზე უკეთ უნდა ვითამაშოთ, ვიდრე არგენტინასთან.” – განაცხადა ლევანდოვსკიმ.

შეგახსენებთ, რომ პოლონეთის ნაკრები C ჯგუფიდან მეორე ადგილით გავიდა და საფრანგეთის ეროვნულ გუნდს 4 დეკემბერს შეხვდება.