როლან გაროსი დაიწყო

როლან გაროსი დაიწყო

საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში სტარტი აიღო საჩოგბურთო სეზონის რიგით მეორე დიდი სლემის ტურნირმა. როლან გაროსის 126-ე გათამაშება 2 კვირას გაგრძელდება და 5 ივნისს დასრულდება. ტურნირის საპრიზო ფონდი 43.6 მილიონი ევროა. გამარჯვებული 2000 სარეიტინგო ქულას და 2, 200, 000 ევროს მიიღებს

null

მამაკაცთა ერთეულთა ბადეში 22-ე ნომრად განითესა ნიკოლოზ ბასილაშვილი. ქართველი პირველ წრეში ამერიკელ მაქსიმე კრისის ხვდება (N63 მსოფლიო რეიტინგში). ჩოგბურთელები ერთმანეთს მეორედ ხვდებიან, შარშან ამერიკის ღია პირველობაზე ნიკამ 7:6 6:3 7:5 სძლია მეტოქეს.

კრისის ბარეირის გავლის შემთხვევაში ბასილაშვილის მოწინააღმდეგე მეორე რაუნდში მაკდონალდ/აგამენონს შორის გამარჯვებული ეყოლება, ხოლო თუ საქართველოს პირველი ჩოგანი ტურნირის 1/16 ფინალში გავიდა, იქ სავარაუდოდ იტალიელ იანიკ სინერთან მოგვიწევს დაპირისპირება.

null

მამაკაცთა ერთეულთა თანრიგში პირველ ნომრად ნოვაკ ჯოკოვიჩია განთესილი, რომელიც ტურნირზე ასპარეზობას იაპონელ ნიშიოკასთან მატჩით ხსნის. სერბ ჩოგბურთელს წესით არ უნდა გაუჭირდეს 1/4 ფინალამდე მისვლა, სადაც მისი გზები რაფაელ ნადალთან იკვეთება.

ბადის ქვედა ნახევარში, მეორე ნომრად განითესა დანილ მედვედევი. რუსმა ჩოგბურთელმა რამდენიმე კვირის წინ მცირე ოპერაცია გაიკეთა და ოპტიმალური სათამაშო ფორმისგან ძალიან შორს არის.

ჩემპიონობის ფარულ ფავორიტებად მიიჩნევიან ალექსანდრ ზვერევი, სტეფანოს ციციპასი და კარლოს ალკარასი.

null

ქალთა ერთეულთა თანრიგს ჩემპიონობის ერთადერთი გამოკვეთილი ფავორიტი ყავს – იგა შვიონტეკი. პოლონელი ჩოგბურთელი მსოფლიო რეიტინგის პირველი ჩოგანია და წელს უკვე 4 მასტერსის მოგება შეძლო. იგას WTA TOUR-ზე ზედიზედ 28 მატჩი აქვს მოგებული და ბოლოს 16 თებერვალს დამარცხდა.

შვიონტეკი როლან გაროსის ტურნირს უკრაინელ ლესია ცურენკოსთან მატჩით გახსნის.

ტურნირზე მეორე ნომრად განითესა მოქმედი ჩემპიონი ბარბორა კრეიჩიკოვა. ჩეხმა ჩოგბურთელმა შარშან დუბლი შეასრულა – როლან გაროსზე მოიგო როგორც ერთეულთა, ასევე წყვილთა თანრიგი. წელს იგივეს განმეორება უაღრესად რთული იქნება.

ქალთა ბადეში ჩემპიონობის ფარულ ფავორიტებად მიიჩნევიან ესპანელები პაულა ბადოსა და გარბინია მუგურუზა, ბერძენი მარია საკარი და ბელორუსი არინა საბალენკა.

null

როლან გაროსის ქალთა წყვილთა თანრიგში იასპარეზებენ ოქსანა კალაშნიკოვა და ეკო გორგოძე. ორი ქართველს უცხოელი მეწყვილე ყავს. წყვილთა თანრიგის კენჭისყრა მოგვიანებით გაიმართება.