რომანო: ერიქსენი გადაწყდა!

რომანო: ერიქსენი გადაწყდა!

 

კრისტიან ერიქსენი მანჩესტერ იუნაიტედში გადადის – გადაწყდა! 30 წლის დანიელმა ნახევარმცველი  სამწლიან კონტრაქტს გააფორმებს. ამის შესახებ ჟურნალისტმა ფაბრიციო რომანომ დაწერა… რომანო აღნიშნავს, რომ ერიქსენი კლუბს შეუთანხმდა და მწვრთნელ ერიკ ტენ ჰაგს ესაუბრა.

ვინ წარმოიდგენდა, რომ ერიქსენი პრემიერლიგაში (ბრენტფორდში) ასე ათამაშდებოდა? ჯერ ფეხბურტში დაბრუნებაც დიდად საეჭვო იყო, მერე თან პრემიერლიგაში და თან ასე კარგად. ერიქსენი დანიის ნაკრებშიც მაგრად დაბრუნდა, გოლები გაიტანა და სავარაუდოდ, ყატარში მსოფლიო ჩემპიონატზეც დინამიტების 10 ნომერი იქნება.

შეგახსენებთ, 12 ივნისს დანია-ფინეთის მატჩის აპირველი ტაიმის ბოლოს ერიქსენი გულის შეტევის გამო წაიქცა და მთელი მსოფლიო შოკში იყო. ამ შემთხვევის მერე დანიელს გულის არეში კარდიოვერტერ-დეფიბრილიატორი ჩაუდგეს.