რომან დოლიძემ სტაროპოლი სრული დომინაციით დაამარცხა [VIDEO]

01:26 / 6 ივნ 2021
რომან დოლიძემ სტაროპოლი სრული დომინაციით დაამარცხა [VIDEO]
რომან დოლიძე
UFC

რომან დოლიძე ტრევორ ჯაილსთან განცდილი მარცხის შემდეგ გამარჯვებით დაბრუნდა. რომანმა არგენტინელი ლორეანო სტაროპოლი სამ რაუნდიანი ბრძოლსი შემდეგ, მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა. სამი რაუნდის მანძილზე რომანი მეტოქეს ფაქტობრივად მთელი დრო აკონტროლებდა, ბრძოლა ძირითადად ქლინჩში მიმდინარეობდა, თუმცა აღსანიშნავია რომ რომანმა მეტოქე დგომში ბრძოლის დროსაც დაჯაბნა. ეს რომანის პირველი გამარჯვებაა საშუალო წონაში, ზოგადად UFC-ში კი მესამე. იქედან გამომდინარე, რომ რომანს აღნიშნულ ბრძოლაში ზიანი თითქმის არ მიუღია, უნდა ვივარაუდოთ რომ შემდეგი ბრძოლა ახლო მომავალში ჩაენიშნება.