რომან დოლიძემ წონა წარმატებით დააფიქსირა [VIDEO]
![რომან დოლიძემ წონა წარმატებით დააფიქსირა [VIDEO]](https://api.leadersport.ge/wp-content/uploads/2023/03/romchika.png)
ლონდონში გასამართ UFC 286-მდე სულ უფრო და უფრო ცოტა დრო რჩება. პრესკონფერენცია და ოფიციალური აწონვები უკვე გაიმართა, წინ საცერემონიო აწონვები და ბრძოლებია.
აღნიშნული ქარდი ქართველებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იმიტოა, რომ რომან დოლიძე მარვინ ვეტორის უპირისპირდება. დოლიძეს შანსი აქვს ვეტორის დამარცხებით მე-4 პოზიციაზე გადაინაცვლოს და საჩემპიონო დავაში ჩაერთოს.
ვეტორიმაც და დოლიძემაც წონა წარმატებით დააფიქსირეს. სიუპრიზი იყო აწონვებზე კოლბი კოვინგტონის გამოჩენაც, რომელიც მთავარი ბრძოლის დამზღვევ მებრძოლად მოგვევლინა.