რომან დოლიძე მარვინ ვეტორისთან დამარცხდა [VIDEO]
![რომან დოლიძე მარვინ ვეტორისთან დამარცხდა [VIDEO]](https://api.leadersport.ge/wp-content/uploads/2023/03/msaje.png)
UFC 286-ის მეინ ქარდი საშუალო წონის დაპირისპირებით გაიხსნა – რომან დოლიძე იტალიელ კონტენდერს, დივიზიონის მე-4 ნომერს, მარვინ ვეტორის დაუპირისპირდა. მსაჯების კონტროვერსიული გადაწყვეტილებით, გამარჯვება ვეტორის დარჩა.
აღსანიშნავია, რომ პირველი რაუნდი რომანის შესამჩნევი უპირატესობით წარიმართა – მეორე/მესამე რაუნდებში კი ბრძოლის სადავეები გარდამავალი იყო. ბრძოლა სრულად ფეხზე წარიმართა – ვეტორის ძირითადი სამიზნე რომანის ფეხები იყო, ქართველი ფალავანი კი ძირითადად მძიმე დარტყმებზე იყო კონცენტრირებული.
საინტერესოა, რომ ერთ-ერთმა მსაჯმა ვეტორის სამივე რაუნდი მისცა. იტალიელის ინტერვიუ კი გამაყრუებელი სტვენის ფონზე მიმდინარეობდა.