რონალდინიო და ლივერპული

ლეგენდარულმა ბრაზილიელმა რონალდინიომ რამდენიმე თემაზე გააკეთა კომენტარი.
ჩემპიონთა ლიგის ფინალზე: „რეალი თუ ლივერპული? რეალი ბრწყინვალეა, მაგრამ რადგან ბარსელონა ძალიან მომწონს, ამიტომაც ფინალში ლივერპულისკენ ვიქნები“.
ბენზემაზე: „ის მიყვარს. ფეხბურთელი საოცარი თვისებებით. იმედია, ბევრ ინდივიდუალურ ტიტულსაც მოიგებს“.
პსჟ-ის ვარსკვლავებზე: „თქვენ გსურთ, რომ პსჟ-ში ყველაფერი შეცვალოთ? დიდებული ფეხბურთელები ჰყავთ და დრო სჭირდებათ, რათა ახალ ცხოვრებასა და ახალ სტილს შეეგუეონ. ადაპტაცია ნორმალურია. დანარჩენი ყველაფერი მოვა. იგივე ეხება ნეიმარსაც. ის მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა. ტრავმებმა შეაწუხა. როცა 100 პროცენტით იხარჯება, მართლაც განსაკუთღებულია“. RMC Sport