რონალდუმ ალ ნასრში შესანიშნავი ჯარიმა გაიტანა (ვიდეო)

საუდის არაბეთის ჩემპიონატში ალ ნასრი აბჰას დაუხვდა და 2:1 დაამარცხა. ამ შეხვედრაში შესანიშნავი ჯარიმა გაიტანა კრიშტიანუ რონალდუმ, რომელმაც მეტოქის კარი 78-ე წუთზე აიღო.
პორტუგალიელი ალ ნასრში წლის დასაწყისში გადავიდა. ახალი გუნდის მაისურით მან 10 მატჩი ჩაატარა და 9 გოლი გაიტანა. ალ ნასრი ჩემპიონატში 49 ქულით მეორე ადგილზეა და ლიდერ ალ იტიჰადს 1 ქულით ჩამორჩება.