რონალდუ ბარსელონაში? ლაპორტა საქმეს შეუდგა

01:36 / 23 ივნ 2021
რონალდუ ბარსელონაში? ლაპორტა საქმეს შეუდგა

კრიშტიანუ რონალდუმ კარიერა შესაძლოა ბარსელონაში გააგრძელოს, დიახ ბარსელონაში. The Mirror-ის ინფორმაციით, პორტუგალიელის გადაბირება ბლაუგრანაში დაბრუნებულ პრეზიდენტ ჟოან ლაპორტას სურს.

ლაპორტა მზად არის იუვენტუსს კრიშტიანუს სანაცვლოც დიდ თანხასთან ერთად 2 ფეხბურთელი დაუთმოს. ანტუან გრიზმანი, ფელიპე კოუტინიო და სერხი რობერტო ის მოთამაშეები არიან, რომელთაგან 2-ის არჩევა იტალიელებს შეუძლიათ.

არახალია, რომ რონალდუს იუვენტუსის დატოვება სურს. 36 წლის ფორვარდისადმი ინტერესს პსჟ და მანჩესტერ იუნაიტედი იჩენენ. ბოლო სეზონში რონალდუმ იუვეს მაისურით 44 მატჩი ჩაატარა და 36 ბურთი შეაგდო.