რონალდუ და მესი ერთ გუნდში? – ზაფხულის მოლოდინში

18:20 / 11 იან 2022
რონალდუ და მესი ერთ გუნდში? – ზაფხულის მოლოდინში

ბოლო პერიოდში კრიშტიანუ რონალდუს მანჩესტერიდან შესაძლო წასვლაზე აქტიურად იწერება. ცნობილია, რომ იმ შემთხვევაში თუ გუნდში სიტუაცია არ გამოსწორდება, კრიშტიანუ აგენტს ახალი გუნდის მოძებნას სთხოვს.

Le10Sport-ის ინფორმაციით, პსჟ აქტიურად აკვირდება რონალდუს ირგვლივ არსებულ სიტუაციას. აღნიშნული წყარო ირწმუნება, რომ მბაპეს წასვლის შემთხვევაში, პსჟ-ს მთავარი საფიქრალი პორტუგალიელის დამატება იქნება. თუ რონალდუ პარიზულ კლუბში გადავა იგი მესის თანაგუნდელი გახდება, აი ამ ორის ერთ გუნდში ხილვა კი ნამდვილად ძალიან საინტერესო იქნებოდა.

მიმდინარე სეზონში რონალდუმ მანჩესტერის მაისურით 21 მატჩი ჩაატარა და 14 გოლი გაიტანა. იუნაიტედი პრემიერლიგაში მე-7 ადგილზეა და ჩემპიონთა ლიგის ზონას 4 ქულით ჩამორჩება. რანგნიკის გუნდის მეტოქე 1/8 ფინალში მადრიდის ატლეტიკო იქნება.