როცა სქოულზს გადარებენ…

15:26 / 22 სექ 2022
როცა სქოულზს გადარებენ…

მანჩესტერ იუნაიტედის ნახევარმცველმა კრისტიან ერიკსენმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ მოსწონს, როცა კლუბის ლეგენდარულ შუახაზელს, პოლ სქოულზს ადარებენ.

„ცხადია, ძალიან სასიამოვნოა, როცა ასეთ ფეხბურთელებს გადარებენ, მაგრამ შენ ხომ საკუთარ გზას და სახელს ქმნი“, – ციტირებს დანიელი ვარსკვლავის სიტყვებს Politiken.

30 წლის ერიკსენი მანჩესტერში წლეულს ზაფხულში გადავიდა. სქოულზი კი მანკუნიანელთა რიგებში 1993-2013 წლებში თამაშობდა. 11-ჯერ მოიგო პრემიერლიგა და ორჯერ ჩემპიონთა ლიგა. სხვა ტიტულებს აღარ ჩამოვთვლით.

Christian Eriksen told he shares a trait with Manchester United legend Paul  Scholes - Manchester Evening News