როჯერ ფედერერის უკანასკნელი მატჩი

როჯერ ფედერერის უკანასკნელი მატჩი

23 სექტემბერს, ბრიტანეთის დედაქალაქ ლონდონში სტარტს აიღებს როდ ლეივერის თასის გათამაშება. ევროპის ნაკრები ტრადიციულად მსოფლიო ნაკრებს დაუპირისპირდება.

ფავორიტად ევროპის ნაკრები მიიჩნევა, რომელსაც ვარსკვლავური შემადგენლობა ყავს

null

ნოვაკ ჯოკოვიჩი

რაფაელ ნადალი

როჯერ ფედერერი

ენდი მარეი

სტეფანოს ციციპასი

კასპერ რუუდი

მატეო ბერეტინი

ბიორნ ბორგი (კაპიტანი)

ტომას ენკვისტი (ვიცე კაპიტანი)

null

მსოფლიო ნაკრები შემადგენლობა ნაკლებად ვარსკვლავურია, თუმცა საინტერესო სახეები რათქმაუნდა იქაცაა.

ფელიქს ოჟე-ალიასიმი

ტეილორ ფრიცი

დიეგო შვარცმანი

ალექს დე მინორი

ფრანსის ტიაფო

ჯეკ სოკი

ტომი პოლი

ჯონ მაკინროუ (კაპიტანი)

პატრიკ მაკინროუ (ვიცე კაპიტანი)

ტურნირი ამხანაგურის სტატუსს ატარებს და გამარჯვებული გუნდის ჩოგბურთელები სარეიტინგო ქულებს ვერ დაიმატებენ.

ROD LAVER CUP-ის 2022 წლის გათამაშების მთავარი ხიბლი ის გახლავთ, რომ დიდი საჩგბურთო მაესტო – როჯერ ფედერერი სწორედ ამ ტურნირით ასრულებს საჩოგბურთო კარიერას და პროფესიონალურ სპორტს ემშვიდობება.

null

შვეიცარიელ ჩოგბურთელს მუხლის ტრავმა აქვს, რის გამოც როჯერი ერთეულთა თანრიგის მატჩს ვერ ითამაშებს, სამაგიეროდ წყვილთა თანრიგში იასპარეზებს რაფაელ ნადალთან ერთად.

ერთეულთა თანრიგის მატჩის გამართვა არ გამომივა, რადგან მუხლი ძალიან მაწუხებს. იქნებ ნადალთან ერთად ვითამაშო წყვილებში. ეს ოცნების მსგავსი დასასრული იქნება ჩემი კარიერისთვის” – განაცხადა პრესკონფერენციაზე როჯერმა.