რუდიგერისთვის ბრძოლაში პსჟ და რეალი ჩაერთვნენ

რუდიგერისთვის ბრძოლაში პსჟ და რეალი ჩაერთვნენ

ჩელსის ცენტრალურ მცველს, ტონი რუდიგერს კლუბთან კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულში უმთავრდება. მართალია, ლონდონელები გახანგრძლივებას ცდილობენ, თუმცა მოლაპარაკებები ჯერ ვერ შედგა. პრობლემა ხელფასშია, ტონი ამჟამად წლიურად 7.2 მილიონ ევროს გამოიმუშავებს და სურს 11.2 მილიონი ევრო აიღოს.

სერხიო რამოსისა და რაფაელ ვარანის წასვლის შემდეგ, რეალს დაცვის ცენტრალურ ზოლში გაძლიერება სჭირდება, რუდიგერის უფასოდ დამატება კი მათთვის იდეალური ვარიანტი იქნება.

რაც შეეხება პსჟ-ს, პარიზელებს გერმანელის დამატება მაშინაც სურდათ, როდესაც ამ გუნდს სათავეში ტომას ტუხელი ედგა.

თუ ჩელსისთან მოლაპარაკება ვერ შედგება, ფეხბურთელი ახალ კლუბთან კონტრაქტს იანვარშივე გააფორმებს…