რუნი სასამართლოზე

14:58 / 12 მაი 2022
რუნი სასამართლოზე

მანჩესტერ იუნაიტედისა და ინგლისის ნაკრების ყოფილი შემტევი უეინ რუნი სასამართლოზე შეამჩნიეს. ლონდონის მაღალ სასამართლოზე ის მეუღლეს, კოლინს ახლდა, რომელიც ლესტერის თავდამსხმელის, ჯეიმი ვარდის მეორე ნახევარ რებეკას ედავება.

ყოფილი დაქალების შუღლი სათავეს 2019 წლის ოქტომბრიდან იღებს, როცა კოლინი დეტექტივი გახდა და მეგობარს შემოსწყრა: ჩემი სამუშაო ისტორიების ამბები რებეკას ინსტაგრანმიდან ჟონავსო.

Fans love how Wayne Rooney's 'done dirty' by courtroom sketch - Daily Star

თავის მხრივ, რებეკამ ყველაფერი უარყო და იქით დაემდურა კოლინს, სხვა ფეხბურთელების ცოლები ამიმხედრა და ბულინგის მსხვერპლი გავხდიო.

კოლინს მეტსახელად ვაგატა ქრისტი დაარქვეს. ეს  ცნობილი ინგლისელი დეტექტიური ჟანრის მწერლის სახელის მოსწრებული პერიფრაზია: Wag აბრევიატურა გახლავთ, რომელიც  მოთამაშეების მეუღლეებსა და მეგობარ გოგონებს ნიშნავს (Wives and Girlfriends). აქედან – ვაგატა.

რუნი პროცესზე კოლონის გვერდით წყნარად იჯდა და ხმას არ იღებდაო, – წერენ ბრიტანეთში.