რუსთავის ახალი თავი: მწვრთნელი შეიცვალა

რუსთავის ახალი თავი: მწვრთნელი შეიცვალა

საფეხბურთო კლუბ რუსთავს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს: ლევან ჯოხაძე. 37 წლის მწვრთნელი ფეხბურთელებს რუსთავის დირექტორმა ბაჩანა ცხადაძემ წარუდგინა… (რუსთავის პრესსამსახურის ინფორმაცია)

რუსთავი ლიგა 2-ში ბოლო ადგილზეა, 10 ტურში 8 ქულა აქვს. გუნდს არმაზ ჯელაძე წვრთნიდა, რომელიც ერთი კვირის წინ დროებით ვალერი აბრამიძემ შეცვალა. აბრამიძე სამწვრთნელო შტაბში იქნება, თანაშემწედ.

ჯოხაძე 2020 წლის შემოდგომიდან ზესტაფონში მუშაობდა და საკმაოდ კარგადაც: გუნდი მძიმე მდგომარეობაში იყო, როცა ლიგა 4-ში ადგილი შეინარჩუნა, ხოლო შარშან ლიგა3-ში გადავიდა. ჯერჯერობით უცნობია, ზესტაფონში ვინ დაინიშნება მწვრთნელად…

ფოტო (რუსთავის Facebook)