საბონისის სოლიდური სამმაგი დუბლი

საბონისის სოლიდური სამმაგი დუბლი

NBA-ს რეგულარული სეზონის მორიგ მატჩში ბრწყინვალე ფორმაში მყოფმა “საკრამენტომ” საკუთარ მოედანზე უმასპინძლა “მილუოკის”.

უხვქულიანი შეხვედრა სტუმართა გამარჯვებით დასრულდა 124:133.

გარდამავალი უპირატესობით მიმდინარე მატჩში არაერთხელ შეიცვალა ლიდერი – იანის ანტეტენკუმპოს ძალისმიერ ასპარეზობას(46 ქულა+12 მოხსნა) მასპინძელთა სუპერ დუეტი (საბონი+ფოქსი) ზუსტი სროლებით პასუხობდა.

null

ლიეტუველმა ცენტრმა პარკეტზე 39 წუთი გაატარა და ამ დროის განმავლობაში სოლიდური სამმაგი დუბლის შესრულება შეძლო: 23 ქულა, 17 მოხსნა და 15 შედეგიანი გადაცემა.

დომანტასმა 23-ჯერ ესროლა ბურთი მეტოქის კალათისკენ, საიდანაც 11 ზუსტად მოათავსა კალათში.

“კინგზის” ფრენჩაიზ ისტორიაში, საბონისი გახდა პირველი კალათბურთელი ლეგენდარული ოსკარ რობერტსონის შემდეგ, რომელმაც 20+15+15 სტილის სამმაგი დუბლი შეასულა.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში ეს ლიეტუველი ცენტრის რიგით მეათე სამმაგი დუბლია.

null

საკრამენტო – მილუოკი 124:133 (32:27, 30:26, 25:37, 37:43)

14 მარტი, 05.00, «Golden 1 Center»

საკრამენტო: ფოქსი (35 + 8 მოხსნა), ჰუერტერი (28), საბონისი (23 + 17 მოხსნა + 15 პასი), ბარნსი (14), მიურეი (7) – სტარტი; მონკი (6), ლაილსი (6 + 7 მოხსნა), მეტუ (5), მიტჩელი (0), ედვარდსი (0).

მილუოკი: ი. ანტეტენკუმპო (46 + 12 მოხსნა), მიდლტონი (31 + 9 პასი), ბ. ლოპესი (23 + 8 მოხსნა), ჰოლიდეი (11 + 8 პასი), ალენი (8) – სასტარტო; კარტერი (5), კრაუდერი (4), პორტისი (3), კონოუტონი (2).