საკალათბურთო კლუბ ორბისა და NEXT STEP ACADEMY-ს ერთობლივი კემპი

საკალათბურთო კლუბ ორბისა და NEXT STEP ACADEMY-ს ერთობლივი კემპი

საკალათბურთო კლუბ ორბის ინიციატივით, თბილისში იტალიური NEXT STEP ACADEMY-ს მწვრთნელები ჩამოვიდნენ, რომლებმაც ქართველ მწვრთნელებთან ერთად 4-დღიანი კემპი ჩაატარეს. NEXT STEP ACADEMY იტალიური ორგანიზაციაა, რომელსაც საკალათბურთო კლუბები იტალიის ყველა ასაკობრივ ლიგაში ჰყავს. გარდა ამისა, მათი კლუბი იტალიის სერია B-ში ასპარეზობს. ძირითადი გუნდი 20-წლამდე მოთამაშეებითაა დაკომპლექტებული.

No description available.

კემპის მიზანი იყო ნიჭიერი ბავშვების აღმოჩენა და მათთვის იტალიურ აკადემიაში შანსის მიცემა. აღსანიშნავია, რომ ამ დროისთვის NEXT STEP ACADEMY-ში 4 ქართველი კალათბურთელი ვარჯიშობს. იტალიური ორგანიზაცია მთელი მსოფლიოს მასშტაბით ეძებს ნიჭიერ მოთამაშეებს და ბოლო პერიოდში ქართულ ბაზარზეც გააქტიურდა.

No description available.

პეტო როგანოვიჩი (NEXT STEP ACADEMY-ს მთავარი მწვრთნელი): ჩვენი მიზანი ნიჭიერი ბავშვების აღმოჩენაა და მათთვის მაქსიმალურად კარგი პირობების შექმნა. ჩვენს აკადემიაში 4 ქართველი კალათბურთელი ვარჯიშობს. გვსურს, რომ მეტი ტალანტი აღმოვაჩინოთ ამ ქვეყანაში და მათ განვითარებაში დავეხმაროთ.

No description available.

თორნიკე გიორგაძე (ორბის გენერალური მენეჯერი): მიხარია, როდესაც ასეთი დონის აკადემია საქართველოში ჩვენთან ერთად ატარებს კემპს. საქართველოში სკაუტინგი ნაკლებადაა განვითარებული. იმედი მაქვს, რომ კემპის რამდენიმე მოთამაშე მოეწონებათ და ამ კალათბურთელებს უკვე იტალიაში დიდი გზა გაეხსნებათ. იქ ვარჯიშებს უამრავი სკაუტი ესწრება, რომლებიც იტალიურ ტოპ გუნდებს წარმოადგენენ. ჩვენი მიზანია, კარგი კალათბურთელების გაზრდა, რათა ისინი ჩვენს ასაკობრივ და ეროვნულ ნაკრებებს გამოადგნენ.