“საკრამენტო”-მ მთავარი მწვრთნელი თანამდებობიდან გაანთავისუფლა

“საკრამენტო”-მ მთავარი მწვრთნელი თანამდებობიდან გაანთავისუფლა

“საკრამენტო კინგზის” ხელმძღვანელებმა მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან გაანთავისუფლეს ლუკ ვოლტონი – ინფორმაციას ავრცელებს ESPN-ს ინსაიდერი ედრიან ვოჟნიაროვსკი.

“კინგზმა” NBA-ს რეგულარულ სეზონში უკანასკნელი 8 მატჩიდან 7 წააგო და დასავლეთ კონფერენციაში მე-12 ადგილამდე დაქვეითდა მოგება/წაგების ბალანსით 6/11. “საკრამენტო” დაცვის ეფექტურობის კუთხით კუთხით ლიგაში 26-ე ადგილს იკავებს, 29-ეა საშუალოდ მატჩში გაშვებული ქულების მიხედვით და 26-ე საკუთარ ფარზე მოხსნილი ბურთების რაოდენობით.

41 წლის ვოლტონი “საკრამენტოს” 2019 წლიდან წვრთნიდა, 161 მატჩში მხოლოდ 68 გამარჯვება მოიპოვა (42%) და გუნდი პლეიოფში ვერ გაიყვანა.

null

“კინგზის” დროებით მთავარ მწვრთნელად ვოლტონის ასისტენტი – ელვინ ჯენტრი იქნება. 67 წლის სპეციალისტი სამწვრთნელო კარიერის განმავლობაში სხვადასხვა დროს მუშაობდა “დეტროიტში”, “მაიამიში”, “კლიპერსში”, “ფინიქსში” და “ნიუ ორლეანში”.