სალაჰმა ჯერარდის რეკორდი გაიმეორა

15:55 / 16 სექ 2021
სალაჰმა ჯერარდის რეკორდი გაიმეორა

მილანთან ჩემპიონთა ლიგის მატჩში (3:2), ლივერპულის ფორვარდმა, მოჰამედ სალაჰმა, 49-ე წუთზე გაიტანა. ეს ეგვიპტელის ევროთასებზე, „ენფილდზე“ გატანილი მე-14 გოლი აღმოჩნდა, რითიც „წითლების“ ლეგენდარული კაპიტნის, სტივენ ჯერარდის რეკორდი გაიმეორა.

ჯამში ლივერპულის მაისურით სალაჰს ჩემპიონთა ლიგაზე 26 გოლი გაუტანია.

No description available.