სანახაობრივი ბრძოლები, შენარჩუნებული ტიტული… – ლონდონური UFC 286

15:31 / 19 მარ 2023
სანახაობრივი ბრძოლები, შენარჩუნებული ტიტული… – ლონდონური UFC 286

ლონდონში გამართული UFC-ს ივენთები ყოველთვის განსაკუთრებულია. არც UFC 286 იყო გამონაკლისი.

სანახაობრივი ბრძოლებიც პრელიმებიც გამოირჩეოდა – მოჰამედ მოაკევმა საოცარ მუხლის მტკივნეულს გაუძლო და ბრძოლის ფინიშით დასრულება მოახერხა. იანალ აშმოცმა მასზე 16 სანტიმეტრით მაღალი სემ პეტერსონი ერთი დარტყმით გათიშა.

მეინ ქარდი ქართულ-იტალიური დაპირისპირებით გაიხსნა სადაც რომან დოლიძე მსაჯების საკამათო გადაწყვეტილებით ვეტორისთან დამარცხდა. რომანმა პირველი რაუნდი ცალსახად მოიგო, შემდეგი რაუნდები მართალია, მეტ-ნაკლებად თანაბრად მიმდინარეობდა, თუმა პირველ ნომრად დოლიძე იდგა და შეტევის ინიციატივებსაც თავად უფრო იჩენდა. როგორც აღმოჩნდა, ეს მსაჯების თვალში საკმარისი არ აღმოჩნდა ტოპ კონტენდერის დასამარცხებლად.

კო-მეინ ივენთი – გეიჯი vs ფიზიევი. ბრძოლა სწორედ ისეთი გამოვიდა, როგორი აფიშაც ჰქონდა – პირველ რაუდნში ფიზიევმა თავისი კლასიკური მუაი-ტაის სტრაიკინგით გეიჯი დაჯაბნა, თუმცა მომდევნო რაუნდებში გეიჯიმ მეტოქეს თავისი ქაოტური სტილი მოახვია და საბოლოოდ ბრძოლა მსაჯების გადაწყვეტილებით მოიგო.

მეინ ივენთზე ტრილოგია ვიხილეთ – ლეონ ედვარდსმა კამარუ უსმანი რემატჩშიც დაამარცხა. საინტერესო იყო სტატისტიკა, რომელიც ბრძოლამდე განხილვის საგანი გახდა – ტიტულის დაკარგვის შემდეგ რემატჩებში ყოფილი ჩემპიონები ხშირად მარცხებოდნენ, ასეთ შემთხვევაში მოგება/წაგებების მაჩვენებელი 3/11-ზე იყო. უსმანის მარცხით კი 3/12-ზე გახდა. პირველ ბრძოლაში უპირატესობას უსმანი ფლობდა თუმცა ედვარდსმა ბოლო წუთზე გასროლილი ჰაიქიქით კამარუ დაანოკაუტა. ამჯერად ფინიში არ იყო, ედვარდმა მშობლიურ ლონდონში უსმანი 5 რაუნდიან ბრძოლაში დაამარცხა.