სანდროს 6 ქულა და 7 მოხსნა “ოკლაჰომასთან”

NBA-ს რეგულარული სეზონის მორიგ მატჩში “სან ანტონიომ” საკუთარ AT&T CENTER-ში უმასპინძლა “ოკლაჰომას” და 90:102 დამარცხდა.
ორივე გუნდი შეხვედრას დიდი დანაკლისით შეხვდა – “სპურსს” სხვადასხვა სახის ტრავმების გამო არ ყავდა ტრე ჯონსი, ჯერემი სოჰანი და კელდონ ჯონსონი, ხოლო “თანდერს” მთავარი სუპერ ვარსკვლავის – შაი გილიჯეს ალექსანდერის გარეშე უწევდა ასპარეზობა.
სოჰანი+ჯონსონის არყოფნის ფონზე, გრეგ პოპოვიჩმა სათამაშო დრო გაუზარდა სანდრო მამუკელაშვილს და 17 წუთით შემოუშვა პარკეტზე. ქართველმა მძიმე ფორვარდმა ამ დროის განმავლობაში 6 ქილა, 7 მოხსნა და 1 დაფარება მოაგროვა.
“მამუს” არ წაუვიდა თამაშიდან ტყორცნები – 6 მცდელობიდან მხოლოდ 1 ბურთი ჩააგდო (3-დან 1 ორქულიანი, 3-დან 0 სამქულიანი, 6-დან 4 საჯარიმო).
პირველი მეოთხედის ბოლოს და მეორე მეოთხედის დასაწყისში თანდერის” კალათბურთელებმა 14:0 გაქცევა მოაწყვეს და სოლიდური უპირატესობა მოიპოვეს. მასპინძელთა მშრალი სერიის შეჩერება სანდრომ შეძლო – ზუსტი ლეიაფით შეამცირა ჩამორჩენა.
ჯალენ უილიამსის, ჯოშ გიდის და უსმანე დიენგის კარგი ასპარეზობის ფონზე “ოკლაჰომა” მთელი შეხვედრა წინ იყო ანგარიშში და დამსახურებულად მოიგო ეს მატჩი 12 ქულიანი სხვაობით.
მასპინძელთა რიგებში თავი ზაკ კოლინზმა გამოიჩნა, რომელმაც ჯამში 23 ქულა ჩააგდო, თუმცა მხოლოდ მისი კარგი თამაში არ გამოდგა საკმარისი ინტრიგის დასაბრუნებლად.
“ოკლაჰომამ” უკანასკნელი 5 მატჩიდან უკვე 4 მოიგო და დასავლეთ კონფერენციაში პლეი-ინის ზონაში შევიდა (მე-10 ადგილი, 33 მოგება/35 მარცხი).
“სან ანტონიოს” 67 გამართული შეხვედრის შემდეგ უკვე 50 წაგება აქვს ბალანსზე. გრეგ პოპოვიჩის გუნდი პირად ანტირეკორდზე მიდის. 1997 წელს “სპურსმა” რეგულარულში მხოლოდ 20 მატჩს მოგება შეძლო და უკანასკნელ ადგილზე გავიდა, თუმცა დრაფტზე პირველი ნომერი შეხვდა, რითაც ტიმ დანკანი აირჩია.
სან ანტონიო – ოკლაჰომა 90:102 (19:29, 28:23, 24:26, 19:24)
13 მარტი, 02.00, «AT&T Center»
სან ანტონიო: კოლინზი (23 + 11 მოხსნა), გრეჰემი (20 + 5 დაკარგვა), ბეიტს-დიოპი (12 + 7 მოხსნა), ვასელი (6), ბრენემი (0) – სასტარტო; მაკდერმოტი (11), ბესსი (8), მამუკელაშვილი (6 + 7 მოხსნა), უესლი (2 + 6 პასი), ლენგფორდი (2).
ოკლაჰომა: უილიამსი (21 + 7 მოხსნა + 10 პასი), გიდი (15 + 11 მოხსნა), დორტი (12), ჯ. უილიამსი (9), ჯო (5) – სასტარტო; დიენგი (17 + 8 მოხსნა), შარიჩი (10 + 7 მოხსნა), უოტერსი (8), უიგინსი (5).