სანდრო თოდუას ლელო საუკეთესოა

15:50 / 23 ნოე 2022
სანდრო თოდუას ლელო საუკეთესოა

ნოემბრის ტესტების ოფიციალურმა ვებ გვერდმა autumnnationsseries.com მესამე სათამაშო კვირის საუკეთესო ლელოს გამოსავლენად გამოკითხვა ჩაატარა. ქომაგების უმრავლესობამ ნომინანტთა შორის საუკეთსოდ საქართველოს ნაკრების ალექსანდრე თოდუას ლელო დაასახელა.

შეგახსენებთ, რომ გასულ უქმეებზე ბორჯღალოსნებმა სტუმრად, კარდიფში უელსის ნაკრები დაამარცხეს – 13:12