საუდელები მესის მიწვევას აპირებენ

16:41 / 24 იან 2023
საუდელები მესის მიწვევას აპირებენ

საუდის არაბეთის ფეხბურთის ფედერაციის დირექტორმა იბრაჰიმ ალკასიმმა ჟურნალისტებთან, პსჟ-ის თავდამსხმელის, ლიონელ მესის ერთერთ ადგილობრივ კლუბში შესაძლო ტრანსფერის შესახებ ისაუბრა.

„ამ დროისთვის  არაფერი ვიცით ლიონელ მესის  ტრანსფერის შესახებ. თუმცა არ დავმალავ, გვსურს, რომ ოდესმე ჩვენს ჩემპიონატში არგენტინელმა ითამაშოს. ფედერაციის იდეა ყოველთვის ჩვენი ფეხბურთის გაუმჯობესებაა და, რა თქმა უნდა, გვინდა კრიშტიანუ და მესი ისევ ერთ ლიგაში ვიხილოთ. მაგრამ სიმართლე ისაა, რომ ახლა არაფერი ვიცით“.

35 წლის მესიმ მიმდინარე სეზონში არგენტინის ნაკრებთან  ერთად მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო. პსჟ-სთან კონტრაქტი მას სეზონის ბოლოს ეწურება.

Messi Shares a Strong Message After Argentina's World Cup Group Stage Defeat vs. Saudi Arabia - PSG Talk