საუკეთესო ევროპელი NBA-ს ისტორიაში

საუკეთესო ევროპელი NBA-ს ისტორიაში

NBA წელს იუბილიარია – ლიგა დაარსების 75 წლისთავს აღნიშნავს. 1 თვის წინ გამოქვეყნდა NBA-ს ისტორიაში საუკეთესო 76 კალათბურთელის სია, ამჯერად კი მორიგი გამოკითხვა იღებს სტარტს: ვინ არის ლიგის ისტორიაში საუკეთესო ევროპელი კალათბურთელი.

გამოკითხვის დასრულების შედეგად დაკომპლექტებდა ევროპელი კალათბურთელების პირველი და მეორე სიმბოლური ხუთეულები, რომელთაც NBA-ს ისტორიაში საკუთარი კვალი დატოვეს.

ლიგა ასევე გამოავლენს საუკეთესო მომენტს ევროპელი კალათბურთელის მონაწილეობით, საუკეთესო ფორმას და საუკეთესო დინასტიას.

null

საუკეთესო დინასტიები NBA-ს ისტორიაში:

ბოსტონ სელტიქსი (1958-69)

ჩიკაგო ბულზი (1995-98)

ლოს ანჯელეს ლეიკერსი (1979-89)

გოლდენ სტეიტ ვორიორზი (2015-18)

ბოსტონ სელტიქსი (1980-87)

ხმის მიცემის პროცედურა უკვე დაწყებულია, სადაც მონაწილეობას გულშემატკივრებიც იღებენ. საუკეთესო ევროპელი კალათბურთელების გამოვლენისთვის ასევე შექმნილია სპეციალური ჟიური, რომელშიც
სპორტული ჟურნალისტები და ცნობილი სახეები არიან შესულები.

ხმის მიცემა ამ ლინკზე იქნება შესაძლებელი http://NBA.com/Eurovote.