საუკეთესო ლეგიონერი დავით ნინიაშვილია

22:23 / 30 დეკ 2021
საუკეთესო ლეგიონერი დავით ნინიაშვილია

საქართველოს რაგბის კავშირმა წლის საუკეთესოთა ნომინაციების სია გამოაქვეყნა. 2021 წლის საუკეთესო ლეგიონერი ლიონისა და საქართველოს ნაკრების ფულბეკი დავით ნინიაშვილი გახდა.

საუკეთესო ქალი მორაგბე მანონი საღარაძეა. შვიდკაცა რაგბის საუკეთესო მოთამაშე კი, ლევან ნარიმანიძე.

წლეულს 14 ლელო მიითვალა გარემარბმა აკაკი ტაბუცაძემ. ის წლის საუკეთესო მელელოვეა. საუკეთესო მექულე კი, ბრივისა და ბორჯღალოსნების მგეზავი თედო აბჟანდაძე გახდა. მან 70 ქულას მოუყარა თავი (17 საჯარიმო, 7 გარდასახვა და ერთი ლელო).

საუკეთესო მსაჯად, ისევე როგორც შარშან, ამჯერადაც ნიკა ამაშუკელი დაასახელეს.

Возможно, это изображение (3 человека и текст)

Возможно, это изображение (1 человек и текст)Возможно, это изображение (2 человека и текст)Возможно, это изображение (1 человек, занимается спортом и текст)