საფრანგეთი ევრობასკეტის ფინალშია

საფრანგეთი ევრობასკეტის ფინალშია

გერმანიის დედაქალაქ ბერლინში დასრულდა ევრობასკეტ 2022-ის პირველი ნახევარფინალი. საფრანგეთის ნაკრებმა 95:54 გაანადგურა პოლონეთის ნაკრები და ტურნირის ფინალში გავიდა.

null

შეხვედრაში ბრძოლა ფაქტიურად არ ყოფილა – ფრანგებმა ოთხივე მეოთხედი მოუგეს ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად გადაღლილ პოლონელებს და იოლი გამარჯვება იზეიმეს.

ვინსენ კოლეს გაწვრთნილებმა პირველი პერიოდი 15:9 მოიგეს, მეორე 19:9, მესამე 30:18, ხოლო მეოთხე 31:18. ჯამში ფრანგებმა ნახევარფინალური მატჩი 41 ქულიანი სხვაობით მოიგეს და ამით ევრობასკეტის რეკორდიც დაამყარეს.

დღევანდელ შეხვედრამდე ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში, 1/2 ფინალურ სტადიაზე ამხელა სხვაობა არ იყო დაფიქსირებული.

1963 წელს საბჭოთა კავშირის ნაკრებმა უნგრეთი დაამარცხა 38 ქულიანი სხვაობით, ხოლო 1967 წელს 40 ქულა მოუგო პოლონეთს.

null

95:44 ანგარიშით მოგებულ შეხვედრაში საუკეთესო ფრანგთა მძიმე ფორვარდი გერშონ იაბუსელე იყო 22 ქულით, 10-10 ქულა ჩააგდეს ელი ოკობომ და ევან ფურნიემ.

პოლონელთა რიგებიდან ვერცერთმა კალათურთელმა ვერ შეძლო თუნდაც 10 ქულის აღება – მიხალაკს და სლოტერს 9-9 ქულა ქონდათ, პონიტკას 7.

ფრანგები ევრობასკეტ 2022-ის ფინალში გავიდნენ, სადაც გერმანია/ესპანეთს შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდებიან.