საქართველოდან კვიპროსზე – ხარაბაძე კარიერას პაფოსში გააგრძელებს

21:02 / 6 აგვ 2022
საქართველოდან კვიპროსზე – ხარაბაძე კარიერას პაფოსში გააგრძელებს

22 წლის ქართველი მცველი ლევან ხარაბაძე, 1 წლიანი იჯარით კარიერას პაფოსში გააგრძელებს. დინამო თბილისის ყოფილი ფლანგელის ტრანსფერი, კვიპროსულმა გუნდმა უკვე დაადასტურა.

ხარაბაძე დინამო თბილისის აღზრდილია. 2019 წელს იგი შვეიცარიულ ციურიხში იყო განათხოვრებული, შემდეგ კი მშობლიურ გუნდს დაუბრუნდა. ხარაბაძემ დინამოს რიგებში საქართველოს ჩემპიონატი და სუპერთასი მოიგო. ხარაბაძეს საქართველოს ნაკრებში 3 მატჩი აქვს ჩატარებული. მარცხენა მცველმა ქვეყნის მთავარი გუნდის მაისურა, სამივეჯერ 2021 წელს მოირგო.

აღსანიშნავია, რომ პაფოსის ტექნიკურ დირექტორად რამდენიმე დღის წინ გაისკა მენდიეტა დაინიშნა, ხოლო კვიპროსელთა საფეხბურთო კონსულტანტი კი მიჩელ სალგადოა.