საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები მარტყოფში ემზადება

17:55 / 11 მაი 2022
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები მარტყოფში ემზადება

უმცროსი ბორჯღალოსნები ხუთკვირიან შეკრებაზე მარტყოფის სარაგბო ბაზაზე შევიდნენ. ჩვენი გუნდი მსოფლიო რაგბის ეგიდით იტალიაში გასამართი საერთაშორისო ტურნირისთვის ემზადება. ეს შეჯიბრება 24 ივნისიდან 12 ივლისის ჩათვლით იტალიაში იგეგმება და მასში ექვსი ერის 20-წლამდელთა გუნდების გარდა (ინგლისი, საფრანგეთი, ირლანდია, უელსი, შოტლანდია, იტალია), სამხრეთ აფრიკისა და საქართველოს ახალგაზრდული ნაკრებები მიიღებენ მონაწილეობას.

ლადო კილასონია, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელი:

“ვემზადებით იტალიის ტურნირისთვის, სადაც ოთხი მაღალი დონის შეხვედრა გველოდება. პირველი თამაში 24 ივნისს მასპინძელ იტალიასთან უნდა გვქონდეს, რომელიც ძალიან კარგ ფორმაშია და ეს 20-წლამდელთა ექვს ერზე დაამტკიცა. 30 ივნისს უელსს, ხოლო 6 ივლისს შოტლანდიას შევხვდებით და ჯგუფში დაკავებული ადგილის მიხედვით გაირკვევა ვის და რომელი ადგილისთვის ვეთამაშებით 12 ივლისს.

შეკრების პირველ დღეს მარტყოფის ბაზაზე დავბინავდით და მსუბუქი ვარჯიში გვქონდა. მალე აქტიური მზადების ეტაპზე გადავდივართ. ლეგიონერები ეტაპობრივად დაგვემატებიან. მათი ჩამოსვლა საფრანგეთის ჩემპიონატის განრიგზეა დამოკიდებული. ვისი გუნდიც ფინალში გავა, ის შესაბამისად ყველაზე გვიან შემოგვიერთდება.

სანამ ლეგიონერები ჩამოვლენ, შევეცდებით ადგილობრივი კონტიგენტიდან საუკეთესოები შევარჩიოთ. რადგან ტურნირის დაწყებამდე ცოტა დრო რჩება, ყველაფერზე ერთდროულად ვიმუშავებთ  სელექციაზე, ფიზიკურ კონდიციებზე და ა.შ. გუნდის დიდი ნაწილი 2002 წელს დაბადებული მორაგბეებითაა დაკომპლექტებული, ასევე შევეცდებით გამოვცადოთ 2003 წელს დაბადებული ის მოთამაშეები, რომლებიც გაისად მსოფლიო ჩემპიონატს ითამაშებენ”.

შეკრებაზე არიან
პაატა გალდავა, გიორგი ბაქრაძე, გიორგი ნიკოლაძე, ვახო შარვაშიძე (ყველა- აია), კოტე იაშვილი (აკადემია), გიორგი დანელია, რატი ზაზაძე, გიორგი ნავროზაშვილი (ყველა-არმაზი), ვიტალი ირემაძე (ბათუმი), გიგი ქურხული, გოჩა დიასამიძე (ორივე-ვეფხვები), დავით იმნაძე, გუგა ქავთარაძე (ორივე – იუნკერები), გიორგი მამაიაშვილი, ნიკოლოზ ბაბუნაშვილი, გიორგი მაისურაძე, ბადრი ციხისთავი, ნიკოლოზ კინწურაშვილი, ლაშა ციხისთავი, ნიკოლოზ ყაბანაშვილი, გიორგი ქობალია, დავით ბერიძე, ოთარ ჯალაღანია, დავით ხუროშვილი, ლუკა არჩვაძე, გიორგი კურტანიძე, პეტრე ხუციშვილი, გოგიტა რიკაძე, გიორგი ჩიქოვანი, იოანე მეტრეველი, დიმიტრი ბერაია, თორნიკე კახოიძე, საბა ლიპარტელიანი, შალვა აფციაური, გაგა ქევხიშვილი, გუგა კვენეტაძე, საბა არჩვაძე, ვაჟა მიქაძე (ყველა-ლელო), გიორგი კერვალიშვილი, ლუკა სახელაშვილი (ორივე-ლოკომოტივი), გიორგი ძმანაშვილი (ხარები), მერაბ მაჭარაშვილი (ტაო), რეზი მახარაძე, ირაკლი სულეიმანიშვილი, თორნიკე ბაიხოიძე, ლუკა ცხვედიანი, მიხეილ თაყაიშვილი (ყველა-ხვამლი);

მოგვიანებით შეუერთდებიან ლეგიონერები
ალექსანდრე ბურდული (ნარბონი), ბასა ხონელიძე, ბექა შვანგირაძე, ნიკოლოზ საყვარელიძე (სამივე-ორიაკი), სერგი აბრამიშვილი (სტად ფრანსე), ლაშა ფხაკაძე (ნევერი), დავით გველესიანი (კარკასონი), ნიკა სუთიძე, ალექსანდრე ქუნთელია (ორივე-ლა როშელი), გურამ ღანიაშვილი, საბა მიქელაშვილი (ორივე-გრენობლი), მატის მოდებაძე (მონპელიე), დავით არველაძე (ოიონაქსი), გიორგი შველიძე (ბრივი), ლევან მგალობლიშვილი (აშშ)