საქართველოს კრივის ფედერაცია სკანდალურ ინფორმაციას ავრცელებს!

18:19 / 16 ივნ 2022
საქართველოს კრივის ფედერაცია სკანდალურ ინფორმაციას ავრცელებს!

ევროპის ჩემპიონატზე ისტორიული შედეგის ჩვენების შემდეგ, საქართველოს მთავრობამ,  კრივის ეროვნულ ფედერაციას დაფინანსება შეუწყვიტა. ამ ფაქტთან დაკავშირებით კრივის ფედერაციამ ოფიციალური განცხადება ფეისბუქ გვერდზე გამოაქვეყნა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

საქართველოს კრივის ეროვნულ ფედერაციას შეუწყდა დაფინანსება გაურკვეველი ვადით.

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროდან სატელეფონო კომუნიკაციით გვაცნობეს, რომ საქართველოს კრივის ეროვნულ ფედერაციას დაფინანსება შეუწყდა გაურკვეველი მიზეზების გამო.

ამ ეტაპისთვის შეჩერებულია ყველა ღონისძიება და შეკრება, რაც აუცილებელი და მნიშვნელოვანია მოკრივეთათვის.

თითოეულ თქვენგანს შეუძლია წვლილი შეიტანოს იმ ახალგაზრდა მოკრივეების შრომის დაფასებაში, როგორებიც არიან სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებებში. საქართველოს ჩემპიონები, ევროპის ჩემპიონები, ევროპის ჩემპიონატის პრიზიორები, მრავალი შიდა და საერთაშორისო ტურნირების გამარჯვებულები და პრიზიორები.

ქართველი მოკრივეებისთვის, თქვენი გვერდში დგომა და მხარდაჭერა ძალზედ მნიშვნელოვანია. მოკრივეებისთვის, რომლებმაც 2022 წელს ევროპის ჩემპიონატებზე 15 მედალი მოიპოვეს, მათ შორის 6 ოქროს, 3 ვერცხლისა და 6 ბრინჯაოს მედალი. მათ ამ შედეგით შექმნეს ქართული კრივის ახალი ისტორია.

ჩვენო გულშემატკივრებო, შეგიძლიათ წვლილი შეიტანოთ ჩვენი მკრივეების წინსვლასა და წარმატებაში, ქართული კრივის მეტად განვითარებაში.