საქართველოს ნაკრების 18 კაციანი შემადგენლობა ევრობასკეტზე

საქართველოს ნაკრების 18 კაციანი შემადგენლობა ევრობასკეტზე

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა –  ილიას ზუროსმა მოახლოვებული ევროპის ჩემპიონატისთვის (იწყება 1 სექტემბერს) 18 კაციანი შემადგენლობა დაასახელა.

საქართველოს ნაკრები ევრობასკეტ 2022-ზე უძლიერესი შემადგენლობით იასპარეზებს – მცირე ტრავმის შემდეგ მწყობრში ჩადგომას ახერხებს გოგა ბითაძე, ამერიკიდან დაბრუნდება სანდრო მამუკელაშვილი.

null

საქართველოს ნაკრები: რატი ანდრონიკაშვილი, გივი ბაქრაძე, ბექა ბექაური, მიხეილ ბერიშვილი, გოგა ბითაძე, მერაბ ბოქოლიშვილი, ბექა ბურჯანაძე, კახა ჯინჭარაძე, გიორგი კორსანტია, ილია ლონდარიძე, სანდრო მამუკელაშვილი, ლუკა მაზიაშვილი, თად მაკფადენი, ალექსანდრე ფევაძე, დუდა სანაძე, თორნიკე შენგელია, გიორგი შერმადინი, გიორგი ცინცაძე.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები კენჭისყრის შედეგად A ჯგუფში მოხვდა, სადაც ჩვენი მეტოქეები ესპანეთი, თურქეთი, ბულგარეთი,მონტენეგრო და ბელგია იქნებიან.

ესპანელთა მთავარმა მწვრთნელმა სერჟიო სკარიოლომ უკვე დაასახელა ევრობასკეტზე წასაყვანი 18 კაციანი შემადგენლობა, რომელთა რიგებშიც ფიგურირებს ამერიკელი ლეგიონერი ლორენცო ბრაუნი.

null

ესპანეთის ნაკრები: ალბერტო აბალდე, ჰექტორ ალდერეტე, ჯონათან ბარეირო, დარიო ბრიზუელა, ლორენცო ბრაუნი, ალბერტო დიაზი, ხაიმე ფერნანდესი, უსმან გარუბა, ფრან გერა, ხუანჩო ჰერნანგომესი, ვილი ჰერნანგომესი, სერხიო ლული, ხაბი ლოპეს-აროსტეგი, ჯუან ნუნიესი, ჯოელ პარა, ხაიმე პრადილა, სებას საიზი, მიჩელ სალვო, იანკუბა სიმა, სანტი იუსტა.

თურქეთის ნაკრებს რამდენიმე თვის წინ შეეცვალა მთავარი მწვრთნელი და ევრობასკეტზე ჩვენს მეზობლებს ერჯინ ატამანი უხელმძღვანელებს. როგორც მოსალოდნელი იყო, ატამანმა ამერიკელ ლეგინერთა შორის არჩევანი შეინ ლარკინზე გააკეთა და სწორედ “ეფესის” გამთამაშებელი ითამაშებს თურქეთის ნაკრებში.

null

თურქეთის ნაკრები: ეგეჰან არნა, ფურკან ჰალთალი, შეინ ლარკინი, შერტაკ შანლი, სეჰმუზ ჰაზერი, მელიჰ მაჰმუტოღლუ, იგიტჩან საიბირი, მუშინ იასირი, მეტეცან ბირსენი, სადიკ ემირ კაბასა, ჩედი ოსმანი, ალპერენ შენგუნი, ონურლაპ ბიტიმი, დოგუშ ოზდემიროღლუ, ბუგრაჰან თუნჩერი, ომერ უირთსევენი, ფურკან კორკმაზი, კარტალ ოზმირზაკი, ბერკ უგურლუ.

საკმაოდ ძლიერი ნაკრებით იქნება ევროპი ჩემპიონატზე წარმოდგენილი მონტენეგროს ნაკრებიც, რომელთა შემადგენლობაშიც ვხედავთ ბოიან დუბლევიჩს,დინო რადონჩიჩს, მარკო სიმონოვიჩს, მარკო ტოდოროვიჩს. “ჩიკაგო ბულზის” ცენტრმა ნიკოლა ვუჩევიჩმა მცირე ტრავმის გამო უარი თქვა ნაკრებში თამაშზე და ევრობასკეტზე არ იქნება.

null

მონტენეგრო: ფილიპ ანდუშიჩი, ვასილიე ბაჩოვიჩი, იგორ დრობნიაკი, ბოიან დუბლევიჩი, ალექსა ილიჩი, ნიკოლა ივანოვიჩი, ჯორჯე ივანოვიჩი, ვლადიმირ მიჰაილოვიჩი, ზორან ნიკოლიჩი, ნიკოლა პავლიჩევიჩი, კენდრიკ პერი, პეტარ პოპოვიჩი, ჯონ რადებოუ, დინო რადონჩიჩი, ნემანია რადოვიჩი, მარკო სიმონოვიჩი, რადოსავ სპასოიევიჩი, მარკო ტოდოროვიჩი.

ბულგარეთი A ჯგუფის უდავო აუტსაიდერი იქნება, რომელსაც პლეიოფში გასვლაზე პრეტენზია არ უნდა ქონდეს, თუმცა შემადგენლობაში არიან ისეთი მაღალი დონის კალათბურთელები, როგორებიც არიან ალექსანდრ ვეზენკოვი და დი ბოსტი.

null

ბულგარეთი: ივან ალიპიევი, ვასილ ბაჩევი, დი ბოსტი, დიმიტარ დიმიტროვი, ანდრეი ივანოვი, პავლინ ივანოვი, დეიან კარმფილოვი, კონსტანტინ კონსტანდინოვი, ჩავდარ კოსტოვი, დავიდ კრავიში, სტანიმირ მარინოვი, იორდან მინჩევი, ალექს სიმენოვი, ემილ სტოილოვი, ალექსანდრ ვეზენკოვი, ალექსანდრ იანევი.

null

ბელგიის ნაკრები ევრობასკეტზე წამსვლელ კალათბურთელთა 18 კაციან შემადგენლობას ოდნავ მოგვიანებით დაასახელებს.