საქართველოს ხელბურთელთა ნაკრებმა ლიეტუვა დაამარცხა (ვიდეო)

19:47 / 9 მარ 2023
საქართველოს ხელბურთელთა ნაკრებმა ლიეტუვა დაამარცხა (ვიდეო)

საქართველოს ხელბურთელთა ნაკრებმა, ევროპის 2024 წლის შესარჩევ ციკლში, ლიეტუვას ეროვნული გუნდი 32:18 დაამარცხა.

მასპინძლებმა შესანიშნავად ითამაშეს და დამსახურებული გამარჯვება მოიპოვეს. ტიტე კალანდაძის გუნდიდან უდაოდ გამორჩეული იყო გიორგი ცხოვრებაძე, რომელმაც 10 გოლი გაიტანა და რამდენიმე მწვავე პასი ჩაჭრა. ასევე გამორჩეული იყო მეკარე ზურაბ ცინცაძე იყო, რომელიც მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.

საქართველოს ნაკრები ჯგუფში 2 ქულით მე-3 ადგილზეა. ტიტე კალანდაძის გუნდი შემდეგ შეხვედრას 12 მარტს ლიეტუვასთან ამჯერად სტუმრად გამართავს.