საქართველო: ორი ამხანაგური მარტში (ნაცნობ და უცნობ ნაკრებებთან)

საქართველო: ორი ამხანაგური მარტში (ნაცნობ და უცნობ ნაკრებებთან)

საქართველოს ეროვნული ნაკრები მარტის მიწურულს ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს. ორივეს სტუმრად.

25 მარტს ბოსნიასთან, 29 მარტს კი – ალბანეთში. ქალაქები მოგვიანებით გახდება ცნობილი.

ეს ორივე შეხვედრა ერთა ლიგის C ჯგუფის თამაშებისთვის იქნება მოსამზადებლად. ერთა ლიგა ივნისიდან სექტემბრამდე ჩატარდება, საქართველოს ჯგუფში ჰყავს ბულგარეთი, ჩრდილოეთ მაკედონია და გიბრალტარი.

ალბანეთი საქართველოსთვის ჯამში იღბლიანი მეტოქეა: 13 მატჩი, 7 მოგება, 3 ფრე, 3 წაგება… სტატისტიკა ქართველების სასარგებლოდ.

აი ბოსნიას კი საქართველო არასოდეს არ შეხვედრია…საინტერესო იქნება ჯეკო, პიანიჩი და კომპანია.

სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ალექსანდრე იაშვილმა აღნიშნა, რომ თამაშის სტილით ბოსნია და ალბანეთი ჰგვანან მაკედონიელებსა და ბულგარელებს, რაც მნიშვნელოვანია მომზადების კუთხით. (GFF)