“საშობაოდ მერაბთან ბრძოლა მაჩუქეთ” – კორი სენდჰეგენი [VIDEO]

15:53 / 18 სექ 2022
“საშობაოდ მერაბთან ბრძოლა მაჩუქეთ” – კორი სენდჰეგენი [VIDEO]

გასულ ღამეს, ვეგასმა UFC-ს მორიგ საბრძოლო საღამოს უმასპინძლა. ივენთის მთავარი ბრძოლა სუპერმსუბუქი წონის კონტენდერებს შორის გაიმართა- კორი სენდჰეგენი სონგ იადონგს დაუპირისპირდა და ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა. ბრძოლისას სონგმა თვალის არეში დაზიანება მიიღო. დიდი ჭრილობის გამო ექიმმა ბრძოლა გააჩერა და გამარჯვება სენდჰეგენს დარჩა. უნდა აღინიშნოს, რომ ბრძოლა საკმაოდ თანაბრად მიმდინარეობდა – სამი რაუნდის ჯამში, ორმა მსაჯმა ქულები თანაბრად გადაანაწილა, ხოლო ერთი მსაჯი უპირატესობას სენდჰეგენს ანიჭებდა.

ბრძოლის შემდგომ პრესკონფერენციაზე, სენდჰეგენმა სასურველი მეტოქეები დაასახელა. “მერაბი და ჩიტო ვერა არიან გამოკვეთილი ვარიანტები, ვისთანაც მინდა ბრძოლა. ისინი განსხავებული სტილის მებრძოლები არიან და ორივე მათგანი ჩემთვის გამოწვევაა. მაჩუქეთ მათთან ბრძოლა საშობაოდ” – მიმართა კორიმ UFC-ს.