“საცოდავი კატარი” – რას წერენ უცხოელები ჭიკაძესთან დაპირისპირებაზე

20:37 / 25 ნოე 2021
“საცოდავი კატარი” – რას წერენ უცხოელები ჭიკაძესთან დაპირისპირებაზე

UFC-მ გიგა ჭიკაძისა და კელვინ კატარის ორთაბრძოლა ოფიციალურად დაანონსა. აღნიშნული დაპირისპირება 16 იანვარს გაიმართება და წლის პირველი მეინ ივენთი იქნება.

UFC-მ ოფიციალურ გვერდზე აღნიშნულ ბრძოლასთან დაკვაშირებით გულშემატკივრებმა უამრავი კომენტარი დაწერეს,მათ უმრავლესობას ჭიკაძე აბსოლიტურ ფავორიტად მიაჩნია. აი რას წერენ ისინი ინსტაგრამზე:

“ვიღაცას უნდა რომ კატარი მოკვდეს”

“კატარი მეორე რაუნდამდეც ვერ მიაღწევს”

“მშვიდად განისვენე კატარ…”

“მათ რა, უნდათ კატარმა კარიერა დაასრულოს?!”

“კატარი ისევ ზვიგენების გარემოცვაში დაცურავს”

კატარი ქვემსუბუქი წონის მე-5 ნომერია, რომელმაც ბოლო ბრძოლა მაქვს ჰოლოვეის წინააღმდეგ დათმო. რაც შეეხება გიგას, გიგა 2022 წელს UFC-ს 7 მოგებიანი სერიით იწყებს.