სერბეთი ევრობასკეტზე უძლიერესი შემადგენლობით იასპარეზებს

სერბეთი ევრობასკეტზე უძლიერესი შემადგენლობით იასპარეზებს

სერბეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა – სვეტისლავ პეშიჩმა დაასახელა გაფართოებული შემადგენლობა, რომელიც ევრობასკეტ 2022-ზე იასპარეზებს. ტოპ 20 მოთამაშეთა შორის არიან ისეთი ვარსკვლავები, როგორებიც არიან ნიკოლა იოკიჩი, ნემანია ბიელიცა, მილოშ ტეოდოსიჩი და ვასილიე მიციჩი.

null

სერბეთის ნაკრების შემადგენლობა

ალექსა ავრამოვიჩი, ნემანია ბიელიცა, დეიან დავიდოვაცი, ოგნენ დობრიჩი, მარკო გუდურიჩი, მარკო იაგოდიჩ-კურიძა, ოგნენ იარამაზი, ნიკოლა იოკიჩი,ნიკოლა კალინიჩი, ბალშა კოპრივიცა, ვლადიმირ ლუჩიჩი, ვანია მარინკოვიჩი, ნემანია ნედოვიჩი, ვასილიე მიციჩი, ნიკოლა მილუტინოვი, ფილიპ პეტრუშევი, დუშან რისტიჩი, ბორიშა სიმანიჩი, ალენ სმაილაგიჩი, მილოშ ტეოდოსიჩი.

null

სხვადასხვა მიზეზების გამო სერბებს ვერ დაეხმარებიან ბობან მარიანოვიჩი, ბოგდან ბოგდანოვიჩი, ალექსეი პოკუშევსკი და ნიკოლა იოვიჩი.

შეგახსენებთ, რომ 2022 წლის ევრობასკეტზე სერბეთის ნაკრები D ჯგუფში მოხვდა, სადაც მისი მეტოქეები ნიდერლანდების, ფინეთის, პოლონეთის, ისრაელის და ჩეხეთის ნაკრებები იქნებიან.

D ჯგუფის შეხვედრებს ჩეხეთის დედაქალაქი – პრაღა უმასპინძლებს.