სოფიო სომხიშვილის მარცხი ტოკიოს გრანდ სლემზე

იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში დასასრულს უახლოვდება ძიუდოს გრანდ სლემი. ტურნირის მეორე დღეს ტატამიზე ერთადერთი ქართველი გამოვიდა. +78 კგ წონით კატეგორიაში სოფიო სომხიშვილმა პირველივე ორთაბრძოლა წააგო და ასპარეზობას ნაადრევად გამოეთიშა.
სომხიშვილმა საკმაოდ დიდი წინააღმდეგობა გაუწია იაპონელ ჰიკარუ კოდამას, მეტოქეს 2 შიდოც მიაღებინა, თუმცა პაექრობის ბოლოს მაინც იპონით დამარცხდა.
თავისმხრივ იაპონელმა მომდევნო ასპარეზობა წააგო სამხრეთ კორეელ ჰაიუნ კიმთან და საბოლოოდ მე-7 ადგილს დასჯერდა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები იაპონიის გრანდ სლემზე 5 ძუდოისტით იყო წარმოდგენლი და მხოლოდ ერთი ბრინჯაოს მედლის მოპოვება შევძელით. გუშინ, -90 კგ წონით კატეგორიაში ლაშა ბექაურმა მესამე ადგილი დაიკავა.