სპალეტი: „ასეთი კვარა მეტად მომწონს“

ტორინოსთან გასამართი მატჩის წინა პრეს-კონფერენციაზე, ლუჩანო სპალეტიმ მრავალ საკითხზე ისაუბრა: მათ შორის მის მზაობაზე, რათა ნაპოლისთვის ყველფაერი გაიღოს; ნდომბელე და ელმასი შეაქო, მეტ დროს იმსახურებენო; ზიელინსკის ორივე ფეხით თამაშიც არ გამორჩენია და კვარაცხელიაზეც ისაუბრა. სწორედ ეს, ბოლო ნაწილია ჩვენთვის განსაკუთრებით საინტერესო:
„ხანდახან საჭიროა კისერზე ძარღვი დაგებეროს ისე, როგორც კვარაცხელიას შემთხვევაში მოხდა, როცა ატალანტასთან მთელი გუნდი მოატყუა. როცა ჩვენთან მოვიდა, ეს ძარღვი არ ეტყობოდა. ასეთი კვარაცხელია უფრო მომწონს,“ – თქვა სპალეტიმ.
ნაპოლი კვირას ტორინოს ესტუმრება. ამჟამად, პარტენოპეი მეორე ადგილოსანს 18 ქულით უსწრებს.