სპალეტი: გამართლებაზე არაკომპეტენტური ხალხი ლაპარაკობს

ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში, ნაპოლი მილანს დაუპირისპირდება. წილისყრის შემდეგ, კომენტარი ლუჩანო სპალეტიმ გააკეთა:
“ფრანკფურტის აინტრახტთან რთული თამაში გამოგვივიდა. როდესაც ყველა ამბობს, რომ მიზანი მიღწეულია, ამ დროს ფსიქოლოგიურად ეშვები. გერმანელებთან საპასუხო მატჩის წინაც ასეთი საუბრები იყო, რასთან გამკლავებაც ჩვენთვის ადვილი არ ყოფილა. მიუხედავად ამისა, ბოლოს ყველაფერი კარგად დამთავრდა, წნეხის გარეშე ვითამაშეთ და ისტორიული გამარჯვება მოვიპოვეთ. ეს ქალაქი და ფანები მეტს იმსახურებენ, ვიდრე, უბრალოდ, ბოლო მატჩში გამარჯვებაა.
იტალიურ გუნდებთან შეხვედრა სასურველი არ იყო. საუბრები უკვე მესმის, რომ წილისყრაში გაგვიმართლა. როგორ გაგვიმართლა, როდესაც ეს ტურნირი მილანის სახლია? მათ ლიგა 7-ჯერ მოიგეს და მხოლოდ რეალს ჩამორჩებიან. მათ დირექტორს, პაოლო მალდინის ის 5-ჯერ მოუგია. გასულ დღეებში წავიკითხე, რომ პსჟ-სა და სიტის ჩემპიონთა ლიგაში გამოცდილება აკლდებათ. რასაც წერთ თუ სიმართლეა, ლიგის მოგების ფავორიტი მილანი ყოფილა. მათ გათამაშებიდან არა ვინმე, არამედ ტოტენჰემი გამოთიშეს. ობიექტურობა უნდა შევინარჩუნოთ. ვინ ამბობს რომ მარტივი ბადე შეგვხვდა? მაშინ ასე ბენფიკამ, მილანმა და ინტერმაც არ უნდა იფიქრონ? ბალანსი გვჭირდება, შედეგი სიტყვებს არ მოაქვთ,” – თქვა სპალეტიმ.