სპალეტი კვარაცხელიაზე: თქვენ ეს ახლა შეამჩნიეთ, ჩვენ დიდი ხანია ვიცით

13:44 / 4 აგვ 2022
სპალეტი კვარაცხელიაზე: თქვენ ეს ახლა შეამჩნიეთ, ჩვენ დიდი ხანია ვიცით

ნაპოლიმ მორიგი ამხანაგური მატჩი გამართა, სადაც ჟირონა 3:1 დაამარცხა. ამ გამარჯვებაში თავისი წვლილი ხვიჩა კვარაცხელიამაც შეიტანა, რომელმაც პენალტი ჯერ მოიპოვა, შემდეგ გაიტანა. მატჩის შემდეგ ქართველ ნახევარმცველზე ლუჩიანო სპალეტიმ ისაუბრა.

“მას დიდი პოტენციალი აქვს, შეუძლია სახიფათოდ შეუტიოს. ხვიჩა რთული სიტუაციებიდან გამოდის, როცა ამას არავინ ელოდება და გამოსავალს გიტოვებს. თქვენ ეს ახლა შეამჩნიეთ, ჩვენ კი ვიცოდით.” – ციტირებს სპალეტის სიტყვებს Football – Italia.

ხვიჩა კვარაცხელია ნაპოლიში დაახლოებით 1 თვის წინ გადავიდა. იტალიური გუნდის მაისურით მან 4 ამხანაგური მატჩი გამართა, სადაც 4 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა.