სპალეტი: ოსიმენმა და კვარაცხელიამ იციან…

სპალეტი: ოსიმენმა და კვარაცხელიამ იციან…

იტალიაში ორი ცენტრალური მატჩი გველოდება: იუვე VS ინტერი და ატალანტა VS ნაპოლი. იუვე ინტერში ყველაფერი გასაგებია, ტურინში ერთმანეთს გრანდები შეხვდებიან, მაგრამ ბერგამოში ურთიერთობას პირველ-მეორე ადგილზე მყოფი გუნდები გაარკვევენ. თანაც, ნაპოლიში კვარა თამაშობს.

მატჩის წინ, ჟურნალისტებს ლუჩანო სპალეტი ესაუბრა:

ემპიონთა ლიგის 1/8 ფინალზე

“ადვილი მეტოქე არ გვინდა, ძლიერს უნდა შევხვდეთ, რადგან ყველას დამარცხება შეგვიძლია.

ენფილდზე პატივისცემა დავიმსახურეთ, მიუხედავად ბოლო წუთებზე გაშვებული გოლებისა, კარგად ვითამაშეთ. ბერგამოში ლივერპულის შეხვედრის მსგავსი ტესტი გველოდება. გვინდა დავამტკიცოთ, რომ წინ მივდივართ. მშვენიერ სტადიონზე ვითამაშებთ გუნდთან, რომელსაც შესანიშნავი სათამაშო სტრუქტურა და ძალიან კარგი მწვრთნელი ჰყავს. სხვა მხრივ, მშვიდად ვარ, რადგან გუნდმა კარგად ივარჯიშა”

ნაპოლი მზადაა ისეთ მეტოქეს შეხვდეს, რომელიც მაღალ ტემპში თამაშობს: “პრობლემის გადაჭრის ბევრი გზა გვაქვს, მთავარია მეტოქის თამაშს როგორ კითხულობ და მას რას უპირისპირებ. ეს ოსტატობასა და ფიზიკურ გამძლეობაზეა. ისეთ მატჩებში, როგორიც ხვალ გველოდება, ბევრი რისკია, ჩვენ კი თვითრწმენა გვმართებს, მაშინაც კი, თუ ენფილდიდან დამარცხებულები წამოვედით. დიახ, ნეაპოლში როდესაც ჩამოვედით, ვიცოდით, რომ მიზანს მივაღწიეთ [რედ: ნაპოლიმ ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა], მაგრამ პირში ყველას დამარცხების გემო გვქონდა”

გულშემატკივრების სიხარული:ოსიმენსა და კვარაცხელიას ძალიან კარგად ესმით, რომ ფანებისთვის სიხარულის მოტანა შეუძლიათ. დარწმუნებული ვარ, ისინი ამის გზებს ყოველთვის იპოვიან”

მსოფლიო ჩემპიონატსა და მომავალზე: “მსოფლიო ჩემპიონატის ნოემბერში გამართვის გამო, რაიმე უპირატესობას ან უარყოფით მხარეს ვერ ვხედავ. ყველა გუნდი ერთსა და იმავე სიტუაციაშია. არ გვეშინია, რადგან გუნდში ჯანსაღი ატმოსფეროა. ბიჭები ამ საქმით ცხოვრობენ, არა მხოლოდ მოედანზე, არამედ მის მიღმაც. ისინი დიდი პროფესიონალები არიან”