სრული სიგიჟე – 46 წლის მეივეზერის შოუ აბუ დაბიში [VIDEO]

14:34 / 22 მაი 2022
სრული სიგიჟე – 46 წლის მეივეზერის შოუ აბუ დაბიში [VIDEO]

კრივის ლეგენდა, ფლოიდ მეივეზერი, პროფესიონალური კარიერის დასრულების შემდეგ საგამოფენო ბრძოლებში მონაწილეობაზე გადაერთო. 46 წლის ამერიკელი აბუ დაბიში, საჩვენებელ ბრძოლაში ასევე დაუმარცხებელ დონ მურის (18-0) დაუპირისპირდა. მართალია, მსგავს ბრძოლებს ოფიციალური გამარჯვებული არ ჰყავს, თუმცა ფლოიდმა მეტოქეს ცალსახად აჯობა. მეივეზერი მთელი ბრძოლის მანძილზე დომინირებდა, მე-8 რაუნდში კი ღვიძლში უმძიმესი დარტყმით მური ჩაკეცა. რადგან ბრძოლის ბოლო წამები იყო, დონმა შეძლო ბოლომდე გაეძლო, სხვა შემთხვევაში კი ბრძოლა ნაადრევად შეჩერდებოდა.

გარდა საბრძოლო კუთხით სანახაობისა, მეივეზერმა პუბლიკა სხვა მხრივაც გაახალისა – მან რინგის გოგონას როლიც შეითავსა და მეტოქის მწვრთნელისაც – დიახ, ფლოიდი რაუნდის დასრულების შემდეგ მურის კუთხეში მივიდა და მითითებებს აძლევდა. ბრძოლის დროს ასევე კომენტატორებთანაც საუბრობდა.

Draft Kings-ის ინფორმაციით, ფლოიდი გარანტირებული ჰონორარის სახით 10 მილიონ დოლარს მიიღებს, ხოლო გაყიდული ტრანსლაციებიდან შემოსული თანხით, რომლის 80%-იც ფლოიდთან წავა, ეს ჰონორარი 60 მილიონამდე გაიზრდება. რაც შეეხება მურს, გარანტირებულ 1 მილიონთან ერთად, PPV-დან წილი მის შემოსავალს 10 მილიონამდე გაზრდის.