სტენ ვავრინკამ დანილ მედვედევი დაამარცხა

სტენ ვავრინკამ დანილ მედვედევი დაამარცხა

საფრანგეთის ქალაქ მეცში გრძელდება ATP-ის 250-იანთა კატეგორიის ტურნირი. 1/8 ფინალურ ეტაპზე მსოფლიოს 284-ე ჩოგანმა სტენ ვავრინკამ უმძიმეს ბრძოლაში 6:4 6:7 6:3 დაამარცხა დანილ მედვედევი და მომდევნო ეტაპის საგზური მოიპოვა.

null

პირველ სეტში უკეთესად შვეიცარიელი ჩოგბურთელი გამოიყურებოდა – სტენი მეხუთე გეიმში მივიდა ბრეიკპოინტამდე, თუმცა მისი რეალიზება ვერ შეძლო. მეშვიდე გეიმში ვავრინკამ იგივე შეცდომა არ დაუშვა – ბრეიკი შეასრულა და შემდეგ მშვიდად მოიგო პარტია 6:4.

მეორე სეტის სტარტზე ჩოგბურთელებმა ბრეიკები გაცვალეს, გადამწყვეტი კი ტაიბრეიკი გამოდგა. “საჩოგბურთო ლატარეაში” სტენს მატჩპოინტიც ქონდა 5:6-ზე, თუმცა რუსმა ჩოგბურთელმა ეს საფრთზე მოიგერია და დრამატულ ბრძოლაში 9:7 იმარჯვა.

მესამე, გადამწყვეტი სეტი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა – საწყისი 3 გეიმი ვავრინკამ მოიგო, თუმცა მედვედევი დროულად “გამოფხიზლდა” და ანგარიში მალევე გაათანაბრა 3:3.

პარტიის მეორე ნახევარში ფაქტიურად “ერთი ჩოგბურთელი” თამაშობდა – შვეიცარიელმა მომდევნო 3 გეიმის მოგებით მატჩი საკუთარი გამარჯვებით დაასრულა 6:4 6:7 6:3.

მატჩი 2 საათსა და 42 წუთს გაგრძელდა. ამ დროის განმავლობაში დანილს 9 ეისი და 12 ორმაგი შეცდომა ქონდა, ვავრინკამ კი 2 ეისის წილ 1 ორმაგი დაუშვა.

შვეიცარიელმა ჩოგბურთელმა მატჩი 4 შესრულებული ბრეიკით დაასრულა, მეტოქემ კი მხოლოდ ორჯერ “წაართვა” ჩაწოდება.

სტენმა შეხვედრა 107 მოგებული ქულით დაასრულა, მედვედევს 95 ქონდა.

ამ ჩოგბურთელთა ურთიერთშეხვედრათა ისტორიაშ ანგარიში 2:2 გახდა.

null

2020 წლის ნოემბრის შემდეგ ვავრინკამ პირველად შეძლო რეიტინგის ტოპ-10-ის წარმომადგენლის დამარცხება.

კარიერის განმავლობაში, შვეიცარიელს ტოპ 10-ის წარმომადგენლებთან 59 გამარჯვება და 97 მარცხი აქვს.

მეცის ტურნირის 1/4 ფინალში ვავრინკა მიქაელ იმერს დაუპირისპირდება.